რა უნდა ვიცოდეთ ახალი წესებისა და ტარიფების შესახებ?
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილების იმპორტზე განახლებული ტარიფები და შეზღუდვები მოქმედებს.
თუ მანქანის ჩამოყვანას გეგმავთ, გაეცანით აქციზის განაკვეთებს ძრავის მოცულობის მიხედვით (1 სმ³):
მნიშვნელოვანი შეზღუდვა:1986 — 2013 წლების
ავტომობილების იმპორტი აკრძალულია.
განბაჟების ტარიფები წლების მიხედვით:
2020 წელი: 0.80 ₾
2021 წელი: 1.00 ₾
2022 წელი: 1.20 ₾
2023 წელი: 1.40 ₾
2013 — 2020 წლები: 4.50 ₾
2024 — 2026 წლები: 1.50 ₾
კლასიკური ავტომობილები (40+ წლის): 1.00 ₾
გამონაკლისი ტრანსპორტირებაზე:
ტრანსპორტირება დაწყებულია 2026 წლის 1 აპრილამდე, რაც დასტურდება კონოსამენტით (Bill of Loading) , რომელშიც მითითებული უნდა იყოს საზღვაო გადამზიდველის მიერ ავტომობილის გემზე მიღების თარიღი ან საზღვაო გადამზიდველის მიერ გაცემული დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს ავტომობილის საზღვაო კონტეინერში ჩატვირთვას ან/და გამომგზავნ საზღვაო პორტში მიღებას 2026 წლის 1 აპრილამდე. ამასთანავე, ასეთი დოკუმენტი, სხვა მონაცემებთან ერთად, უნდა შეიცავდეს კონტეინერის ნომერსა და ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერს;