სიახლეები

  • Home
  • ბლოგი
  • Automobile
  • ავტომობილები, რომლებიც წლის საუკეთესოობისთვის იბრძოლებენ

ავტომობილები, რომლებიც წლის საუკეთესოობისთვის იბრძოლებენ

2026 წლის World Car Awards-ის ფინალისტების სია ცნობილია! 33 ქვეყნის 98 წამყვანი ავტოჟურნალისტისგან შემდგარმა ჟიურიმ თითოეულ კატეგორიაში საუკეთესო სამეულები დაასახელა.

დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტოშოუზე გაიმართება და გამარჯვებულები 2026 წლის 1 აპრილს გამოვლინდებიან.

Top 3 | 2026 წლის საუკეთესო ავტომობილები:

სტატია.png

„მსოფლიოს წლის ავტომობილის“ მთავარ ჯილდოზე BMW iX3 (ახალი თაობის ელექტრო SUV) , Hyundai Palisade (მდიდრული სამრიგიანი ქროსოვერი) და Nissan Leaf (შედარებით ბიუჯეტური ელექტრომობილი) არიან ნომინირებულნი.

გასულ წელს აღნიშნული ჯილდოს მფლობელი Kia EV3 გახდა.

Top 3 | 2026 წლის საუკეთესო ელექტრომობილი:

statis 2.png

BMW iX3 საუკეთესო ელექტრომობილებს შორისაც დასახელდა. ჯილდოსთვის კიდევ ერთი გერმანული ავტოგიგანტი – Mercedes Benz (CLA) იბრძოლებს, სამეულშია Nissan Leaf-იც.

Top 3 | 2026 წლის ყველაზე მდიდრული ავტომობილები:

screenshot-1016949.avif

ცოტა გასაკვირია, მაგრამ გერმანული ავტომობილი არ გვხვდება ე.წ მდიდრულ (Luxury) სეგმენტში, სადაც საუკეთესოობისთვის Lucid Gravity, Cadillac Vistiq და Volvo ES90 იბრძვიან.

Top 3 | 2026 წლის საუკეთესო სპორტული ავტომობილები:

2026-bmw-m2-cs-velvet-blue-front-three-quarters-900536.avif

როგორც ჩანს, ჟიურიმ ამ კატეგორიაში სამივე ტიპის ძრავს (ბენზინი, ჰიბრიდი, ელექტრო) მისცა შანსი, რაც კონკურენციისთვის ძალიან საინტერესოა. წლის საუკეთესო სპორტული ავტომობილების (Performance Car) სამეული ასე გამოიყურება: BMW-ს მხოლოდ ბენზინზე მომუშავე M2 CS, Chevrolet-ისჰიბრიდული Corvette E-Ray და სრულიად ელექტრო Hyundai IONIQ 6 N.

Top 3 | წლის საუკეთესო ქალაქის ავტომობილები:

Screenshot 2026-03-18 at 13.51.46.png

ფინალისტთა შორის 2 ჩინური ავტომობილი – Baojun Yep Plus და NIO Firefly EVმოხვდა, სამეულშია Hyundai Venue-ც, რომელიც ამ მომენტისთვის აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე დაბალფასიანი ჰიუნდაია.

Top 3 | წლის საუკეთესო დიზაინი:

kia-pv5-wav-01-copy-880361.avif

საინტერესოა, რომ ამ კატეგორიაში მოხვდა Kia PV5, რომელიც ,,ფურგონია’’. მისი კონკურენტები დახვეწილი დიზაინის მქონე ელექტრო Mazda EZ-6 და შვედური სედანი, Volvo ES90 იქნებიან.

World Car Awards 2003 წელს დაარსდა, პირველი გამარჯვებულები კი 2004 წელს გამოვლინდნენ. დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე მეტი – 11 ჯილდო გერმანულ ბრენდს, Audi-ს აქვს მოპოვებული. ამ მხრივ, 9 ჯილდოთი მე-2 ადგილს Mercedes Benz იკავებს.

Leave A Comment

Your email address will not be published *

Quality repairs that you can trust every time means that you can rely on the repair services to fix your vehicle correctly, Efficiently, and safely. When you take your car

Contact Us

Address 17110 116th Ave SE Unit Arenton, WA 98058-5055
Stay Connected